მნიშვნელოვანისაქართველო

საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს – შსს

დღევანდლი არჩევნების მიმდინარეობისას, საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ჯამში 5 პირი იქნა დაკავებული. მათი უმრავლესობა უკვე გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია
მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„5 პირი იყო დაკავებული ზუგდიდში, კოკში, ზესტაფონში. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის მმართველი პოლიტიკური პარტიიდანაც, თუმცა, უმრავლესობა აქედან გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button