fbpx
Hereti FM

ემილია კლარკი Got-სა და საკუთარ პერსონაჟს ემოციური პოსტით დაემშვიდობა

109
Share Button

ყველაფერი კარგი, ოდესღაც მთავრდება – ,,სამეფო კარის თამაშების” ფინალური სერიაც, უკვე მაყურებელთა დიდმა ნაწილმა იხილა. იმის მიუხედავად, რომ ბოლო ეპიზოდებიდან გამომდინარე, დრაკონების დედის მიმართ შოუს ბევრმა გულშემატკივარმა შეიცვალა დამოკიდებულება, მისი როლის შემსრულებლისთვის, ემილია კლარკისთვის დეინერისი საყვარელ პერსონაჟად რჩება. მსახიობმა ,,ინსტაგრამზე” ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და განმარტა, რას ნიშნავს მისთვის დეინერისი და ზოგადად, ეს სერიალი.

,,ამ ფოსტის დასაწერად შესაბამისი სიტყვების ძებნისას გავოგნდი, თურმე რამდენი რამის თქმა მსურს, მაგრამ რა უმნიშვნელო მეჩვენება თითოეული სიტყვა იმასთან შედარებით, რასაც ეს შოუ და დეინერისის პერსონაჟი
ნიშნავს ჩემთვის. დრაკონების დედამ ჩემი ზრდასრული ცხოვრება მოიცვა, ამ ქალმა მთელი ჩემი გული დაისაკუთრა.

სამეფო კარის თამაშებმა ჩამომაყალიბა როგორც ქალი, როგორც მსახიობი და როგორც ადამიანი. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ ჩემი ძვირფასი მამა აქ ყოფილიყო, რომ ენახა, რამდენად შორს გავფრინდით. თქვენ კი, ჩემო ძვირფასო, კეთილო, ჯადოსნურო ფანებო – დიდი მადლობა უნდა გითხრათ იმისთვის, რომ ასეთი დაკვირვებით ადევნედით თვალს იმას, თუ რა შევქმენით ჩვენ, იმას, თუ როგორ მივუდექი მე ჩემს პერსონაჟს, რომელიც ბევრი თვქნგანის გულში უკვე იქამდე იყო (იგულისხმება წიგნის მკითხველები), ვიდრე მე პლატინისფერ, ოცნებების პარიკს მოვირგებდი.

თვენს გარეშე, ჩვენ არ ვიქნებოდით და ახლა, ჩვენი დრო დასრულდა”, – წერს კლარკი და სამახსოვრო ფოტოებს აქვეყნებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი