კულტურამოზაიკა

რიანა და ლედი გაგა აბორტის აკრძალვას აპროტესტებენ

ალაბამის შტატის სენატმა 25 ხმით ექვსის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 
აბორტის აკრძალვას. კანონპროექტის მიხედვით, აბორტის გაკეთების მცდელობისთვის ექიმს 10-წლიანი პატიმრობა დაემუქრება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროცედურა ჩატარდება, კანონდამრღვევ ექიმს 99 წლიანი პატიმრობა ელის.

კანონის მიღებას არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი გამოეხმაურა, მათ შორის პოპვარსკვლავები რიანა და ლედი გაგა, რომლებმაც სოციალურ ქსელში სენატორების გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

“აბორტის აკრძალვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ვლოცულობ გოგონებისა და ქალებისთვის, რომლებსაც ამ სისტემის გამო საფრთხე შეექმნებათ”, – აღნიშნავს გაგა ტვიტერზე.

“იცნობდეთ იდიოტებს, რომლებიც ამერიკაში გადაწყვეტილებებს ქალების ნაცვლად იღებენ. გუბერნატორო ქეი აივი, გრცხვენოდეთ”- წერს რიანა.

დოკუმენტი ხელმოსაწერად, ალაბამის შტატის რესპუბლიკელ გუბერნატორ კეი აივეის გადაეცემა, რომელიც აბორტების მოწინააღმდეგეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button