კულტურამოზაიკა

სელენა გომესი Puma-ს ახალ რეკლამაში

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, სელენა გომესმა და ცნობილმა ბრენდმა, Puma-მ 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინეს. კომპანიამ მომღერლის მონაწილეობით სარეკლამო ვიდეო გაავრცელა, რომელშიც არტისტის კომპოზიცია I Can’t Get Enough ჟღერს.

ეს “პუმასა” და სელენას რიგით მეორე ერთობლივი კოლექციაა.

მსახიობმა და მომღერალმა კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.

მსგავსი პოსტები

Back to top button