fbpx
Hereti FM

ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

146
Share Button

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და შესაბამისად მათი წლიური ანაზღაურებაც ეტაპობრივად იზრდება.

გთავაზობთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეულს.

  • დენიელ კრეიგი – $ 25 მილიონი ფილმისთვის “ბონდი -25”, რომელსაც მაყურებელი 2019 წელს იხილავს. დენიელი ის მსახიობია, რომელიც ბოლო დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის, ყველაზე დიდი ჰონორარით დაიკვეხნის. ის საზოგადოებამ 2001 წელს, ფილმიდან “ლარა კროფტი” გაიცნო. პოპულარობა მსახიობს კი “ბონდმა” მოუტანა.
ფოტო: Adam Berry
  • დუეინ ჯონსონი – $ 22 მილიონი ფილმისთვის “წითელი მუქარა”, ამჟამად ფილმის გადაღებები მიმდინარეობს და მას ტელემაყურებლის წინაშე 2020 წელს წარადგენენ. დუეინი კინოში 29 წლის ასაკში მივიდა და პირველი მთავარი როლი მიიღო ფილმში “მორიელების მეფე”, რაშიც მას 5, 5 მილიონი $ გადაუხადეს. დუეინ ჯონსონი გინესის რეკორდების წიგნში ჩაიწერა, რადგან მისთვის ეს იყო ყველაზე დიდი საფასური პირველი მნიშვნელოვანი როლისთვის.
ფოტო: Universal Pictures
  • ვინ დიზელი – $ 20 მილიონი ფილმისთვის “ფორსაჟი-8”, რომელიც 2017 წელს გამოვიდა. პირველად ვინ დიზელი, როგორც ნიჭიერი მსახიობი, ფილმ “The Hobo”- ში შენიშნეს, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ფილმა „ფორსაჟმა“ მოუტანა.
ფოტო: Frazer Harrison
  • ენ ჰეთევეი – $ 15 მილიონი ფილმისთვის “Barbie”, ფილმი 2020 წელს გამოვა. როგორც ცნობილია ენი ბავშვობიდან კათოლიკური, მკაცრი წესებით იზრდებოდა და მისი მოანაზვნად აღკვეცა იყო საფუძველი. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ფილმში „ეშმაკი ატარებს პრადა“ იყო.
ფოტო: George Pimentel
  • ჯენიფერ ლოურენსი –  $ 15 მილიონი ფილმისთვის “წითელი ბეღურა”, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. მას პროფესიული აღიარება ფილმმა “ჩემი მეგობარი ფსიქოპატია”- მ მოუტანა. თუმცა, ის ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ფილმებით “ადამიანი X” და “შიმშილის თამაშები”.
ფოტო: Michael Tran
  • ტომ კრუზი – $ 11-13 მილიონი ფილმისთვის “მუმია”, ფილმი 2017 წელს გამოვიდა. “შორს”, “ფართოდ დახუჭული თვალები”, “ვანილის ცა”, “უკანასკნელი სამურაი”, “წვიმის კაცი”- ეს ის ფილმებია, რომელიც ტომის მონაწილეობით, მაყურებელმა დავიწყება ვერ შეძლო.
ფოტო: Andrew Toth
  • სანდრა ბალოკი – $ 10 მილიონი ანიმაციური ფილმისთვის “Minions”, რომელიც  მაყურებელმა 2015 წელს იხილა. ყველაზე ძლიერ სამუშაოდ სანდრას, დრამატულ ფილმში “გრავიტაცია” ქალი ასტრონავტის როლის შესრულება ჩაეთვალა. ის ერთადერთი ქალი მსახიობია, რომელმაც ერთ წელიწადში მიიღო “ოსკარის” ჯილდო, “ოქროს ჟოლო”, საუკეთესო შემსრულებელის ტიტული ფილმში “უხილავი მხარე” და ყველაზე ცუდი შესრულება ფილმში “ყველაფერი სტივის შესახებ”.
ფოტო: JN DAVIDSON
  • ლეონარდო დიკაპრიო – $ 10 მილიონი ფილმისთვის “ერთხელ ჰოლივუდში”, რომელიც 2019 წელს გამოვიდა. 90-იან წლებში, ფილმ “ტიტანიკში” ჯეკის როლის შესრულებისას დიკაპრიომ მსოფლიო მოხიბლა, თუმცა ის მხოლოდ ერთი ოსკარის მფლობელია.
  • რობერტ დაუნი უმცროსი – $ 10 მილიონი ფილმისთვის “ადამიანი ობობა“. კომიქსების მოყვარულებმა ფილმი 2017 წელს იხილეს. მას ფილმში მხოლოდ 15 წუთიანი როლი აქვს, თუმცა, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ფილმის შემქმნელები მზად იყვნენ, მისთვის ეს კოლოსალური თანხა გადაეხადათ.
  • ემილი ბლანტი –  $ 8–10 მილიონი ფილმისთვის “კრუიზი ჯუნგლებში”, ფილმს მაყურებელი 2019 წელს იხილავს. ემილი ბლანტი ჰოლივუდში მირანდა პრისლის თანაშემწის როლით მოხვდა, ფილმში “ეშმაკი ატარებს პრადას”. კრიტიკოსების თქმით, ემილის შესრულება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მთავარ როლში მონაწილე ენ ჰეთევეისაც კი აჯობა.
ფოტო: Everett Collection

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი