საქართველოსიახლეები

ხაჯიმბა ე.წ. არჩევნების გადადებაზე დათანხმდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შედეგად, ე.წ. არჩევნები 21 ივლისის ნაცვლად, 25 აგვისტოსთვის გადადო. არჩევნები გადატანის მოთხოვნით, ოპოზიციამ სოხუმში აქციები გამართა.

მოლაპარაკებაში ოპოზიციის მხრიდან სერგეი შამბა, ნოდარ კაკუბავა და თეიმურაზ ხიშბა მონაწილეობდნენ, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებიდან ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია და ხაჯიმბას ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი შამბა.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის საკითხზე დღეს იმსჯელებს.

ოპოზიცია არჩევნების გადადებას მათი ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გამო მოითხოვდა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად, ბჟანიას სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობა დადასტურდა, რაც ოპოზიციის თქმით ადასტურებს, რომ მათი კანდიდატი მოწამლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button