მნიშვნელოვანისაქართველო

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს საქმიანობა შეუჩერდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა,
სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხის უნივერსიტეტის ეთიკური საბჭო შეისწავლის.

გამოცემა ,,ბათუმელებში” გუშინ გამოქვეყნდა მასალა, რომელიც მეორე კურსის სტუდენტი გოგონას და ლექტორის მიმოწერას ასახავს. მასალის მიხედვით, ლექტორი სტუდენტს სექსუალური ხასიათის ტექსტებს უგზავნიდა და გოგონას არაერთი მოწოდების მიუხედავად, ამგვარ ქმედებას არ წყვეტდა. ამავე სტატიის მიხედვით ლექტორი სტუდენტს ფოტოებსაც უგზავნიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button