მოზაიკამსოფლიოსიახლეები

ცნობილი ქალები, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს

ბოლო პერიოდში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან აქტუალური გახდა აბორტის თემა. ეს რამდენიმე შტატში, აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულმა კანონებმა განაპირობა. ალაბამას, მისურისა და ჯორჯიას სენატმა უკვე გაამკაცრა კანონი აბორტთან დაკავშირებით, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას კი კიდევ 15 შტატში გეგმავენ. ამან აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეთა გააქტიურება გამოიწვია და ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

ფოტო: AFP

სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ ცნობილი ადამიანები. მაგალითად, პოპვარსკვლავები რაინა და ლედი გაგა, რომლებმაც ალაბამაში აბორტთან დაკავშირებული კანონის გამკაცრება ,,ტვიტერის“ საშუალებით დაგმეს:

,,იცნობდეთ იდიოტებს, რომლებიც ამერიკაში გადაწყვეტილებებს ქალების ნაცვლად იღებენ. გუბერნატორო ქეი აივი, გრცხვენოდეთ”- დაწერა რიანამ.

,,აბორტის აკრძალვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ვლოცულობ გოგონებისა და ქალებისთვის, რომლებსაც ამ სისტემის გამო საფრთხე შეექმნებათ” – წერს ლედი გაგა.

სტატიაში გთავაზობთ ცნობილ და წარმატებულ ქალებს, რომლებმაც აბორტთან დაკავშირებით, საკუთარ გამოცდილებაზე ღიად ისაუბრეს.

ვუპი გოლბერგი

ფოტო:
Roy Rochlin/Getty Images Entertainment/Getty Images

მსახიობმა თოქ-შოუ The View-სთვის შექმნილ, თემატურ ესეში ისაბრა საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ.

,,14 წლის ვიყავი, როცა გავიგე რომ დავორსულდი. პანიკაში ჩავვარდი. ცხელი აბაზანების მიზრება დავიწყე, ვსვამდი ყველაფერს, რასაც გოგონები მირჩევნდნე, რომ მუცელი მომშლოდა. ამის გამო ავადაც გავხდი. ამ დროს, ყველაზე მეტად მერთულებოდა, რომ ვინმესთვის მომეყოლა, რა მჭირდა რეალურად“, – წერს მსახიობი.

მილა იოვოვიჩი

ფოტო:
GP Images/Getty Images

მსახიობი ყვება, რომ 2017 წელს ,,ექსტრემალური აბორტის“ გაკეთება და 5 თვის ნაყოფის მოშორება მოუხდა.

„ეს იყო საშინელი გამოცდილება. აბორტის შემდეგ ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი, კარიერაში პაუზა ავიღე ვცდილობდი ყველასგან იზოლირებული ვყოფილიყავი, ჩემს ორ შესანიშნავ შვილთანაც კი“, – დაწერა მილა იოვოვიჩმა ,,ინსტაგრამზე“.

ნიკი მინაჟი

ფოტო: GETTY IMAGES

ამერიკელმა რეპერმა თინეიკერობის ასაკში აღმოაჩინა რომ ფეხმძიმედ იყო და აბორტის გაკეთება გადაწვიტა. ამ მძიმე გამოცდილების შესახებ, რეპერმა ალბომ The Pinkprint-ში შემავალ ტრეკშიც გააკეთა აქცენტი.

,,ეს იყო ყველაზე ყველაზე რთული, რაც კი ოდესმე გადამიტანია, ეს მთელი ცხოვრების მანძილზე თან მსდევდა, თუმცა ეს არჩევანი მე გავაკეთე, რადგან მზად არ ვიყავი, არაფერი მქონდა იმისთვის, რომ ბავშვი მერჩინა“, – მოყვა  ჟურნალ ,,როლინგ სთოუნთან“ ინტერვიუში ნიკი მინაჟმა.  

მარგარეტ ჩო

ფოტო: Getty Images

კომიკოსი მსახიობი ყოველთვის თამამად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას აბორტებთან დაკავშირებით. მან 2015 წელს იმაზეც ღიად ისაუბრა, რომ სამსახიობო კარიერის დაწყებამდე, სექს-ინდუსტრიაში მუშაობდა.

,,მე გამიკეთებია აბორტები და მსურს ამაზე საუბარი. ჩემთვის სულერთია რას ფიქრობთ აბორტის შესახებ, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ქალებმა ამის შესახებ უნდა ისაუბრონ. კაცებს რომ უწევდეთ აბორტის გაკეთება, ეს აუცილებლად იქნებოდა უფრო დიდი განხილვის საგანი და აბორტის ემოციურ მხარეზეც ბევრი კვლევა ჩატარდებოდა“, – აღნიშნა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბილი ჯინ კინგი

ფოტო: athlonsports.com

ლეგენდარული ჩოგბურთელი და აქტივისტი, რომელიც ამ სპორტში სექსისტურ მიდგომებს ებრძოდა, ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომ კარიერის დაწყებამდე აბორტის გაკეთება მოუხდა. მისი თქმით, ამ დროს მას ცხოვრებაში საკუთარი ადგილი არ ჰქონდა ნაპოვნი.

,,მიზეზი, რის გამოც აბორტი გავიკეთე, იყო ის, რომ მე არ ვიყავი კარგ ადგილას. მე უნრალოდ, ჩემს ცხოვრებაში გარკვევას ვცდილობდი. მე უბრალოდ არ მინდოდა, სამყაროსთვის ბავშვი მომევლინა“, – აღნიშნა კინგმა.

ბოლო რამდენიმე თვეში აბორტების აკრძალვასთან დაკავშირებით მკაცრი კანონები ძირითადად რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებად შტატებში მიიღეს. მისურიში, რვაკვირიანი ორსულობის შემდეგ აბორტის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ალაბამაში კი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შემთხვევაში ექიმს 99-წლიანი პატიმრობა დაემუქრება. კანონის ფარგლებში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ნებისმიერ დროს იკრძალება, გამონაკლისია მხოლოდ დედის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოება.

მსგავსი პოსტები

Back to top button