fbpx
Hereti FM

ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია

195
Share Button

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე ლიონის ტურნირზე
მსოფლიოს ყოფილი მე-5 ჩოგანი, ჟო ვილფრიდ ცონგა ორ სეტში, ანგარიშით
6:4, 6:4 დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა. ამ გამარჯვებით, ქართველი
Atp Live რეიტინგში მე-16 პოზიციაზე ინაცვლებს, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე დღეს, ტივ ჯონსონსა და ფელიქს ოჟე-ალიასიმს შორის შეხვდრაზე გაირკვევა.

ტურნირი 250 ქულიანია და საფრანგეთის ღია პირველობის რეპეტიციად ითვლება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი