მსოფლიოსიახლეები

კინგსტონის უნივერსიტეტში ბომბი აღმოაჩინეს

ლონდონში, კინგსტონის უნივერსიტეტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. ამის გამო, სტუდენტთა დასახლებაში ევაკუაცია განხორციელდა. ბომბის გაუვნებელყოფას სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, რის გამოც, სამი ათასამდე მოსახლეს ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუხდა.

ბომბის აღმოჩენის გამო დაიხურა ევროპარლამენტის არჩევნებისთვის განკუთვნილი ორი საარჩევნო უბანიც.

მოსახლეობას და სტუდენტებს ტერიტორიაზე ამ დრომდე არ უშვებენ. ადგილზე სამართალდამცველები და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button