fbpx
Hereti FM

ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგა

134
Share Button

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა. ის ამ თანამდებობას 7 ივნისიდან აღარ დაიკავებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა.

“მე როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი თანამდებობას დავტოვებ 7 ივნისს.  ეს საკითხი პარტიის უკვე შევათანხმე თავმჯდომარესთან, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყოს,”- განაცხადა მეიმ. 

მეი მინისტრთა კაბინეტს გასული სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი წინამორბედი დევიდ კამერონი ბრექსიტის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე გადადგა, რის შემდეგაც კონსერვატიულმა პარტიამ პრემიერის პოსტზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი წარადგინა. 

შეგახსენებთ, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს შეთანხმების საფუძველზე, Brexit-ის პროცესი 31 ოქტომბრამდე გადაიდო.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი