მნიშვნელოვანისაქართველო

დევიდ კამერონი ტერეზა მეის გადადგომაზე

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ტერეზა მეის გადადგომას გამოეხმაურა და თქვა, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კამერონი 2016 წელს მას შემდეგ გადადგა, რაც რეფერენდუმზე მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის პოსტს 7 ივნისიდან აღარ დაიკავებს. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“აშკარაა, რომ დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ინტერესშია, ეს ძალისხმევა ახალმა პრემიერ-მინისტრმა გასწიოს. ვაცხადებ, რომ მე, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი, თანამდებობას დავტოვებ 7 ივნისს. უკვე შევათანხმე ეს საკითხი პარტიის თავმჯდომარესთან, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყოს”, — განაცხადა ტერეზა მეიმ ბრიფინგზე.

მეის თქმით, კონსერვატიული პარტია განახლდება მომდევნო წელს და იქვე აღნიშნა, რომ მისი რწმენით, ბრექსიტი მაინც შედგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button