მნიშვნელოვანირეგიონი

ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის გოგო მდინარეში ჩავარდა და დინებამ წაიღო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, 16 წლის გოგო მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. ამ წუთებში ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის  სამაშველო ჯგუფები, საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ.  

როგორც რადიო ჰერეთს სამაშველო სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს, 16 წლის გოგოს ძიება ხმელეთსა და წყალში  მის პოვნამდე 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button