მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ლაგოდეხში, მდინარის მიერ გატაცებული 16 წლის გოგოს სამძებრო სამუშოები მიმდინარეობს

მყვინთავების მონაწილეობით განახლდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნინოსხევში 26 მაისს გაუჩინარებული 16 წლის გოგონას ძებნა.

მდინარესა და ხმელეთზე მიმდინარე სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობენ ლაგოდეხის, გურჯაანის და თბილისის სამსახურების მაშველები და მყვინთავები.

დაკარგული გოგონა თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელია. სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათი გამოკითხვა ლაგოდეხის პოლიციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

წინასწარი ინფორმაციით, 16 წლის გოგონა მდინარის სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

მომხდარის შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მისი ინფორმაციით, “ნინოს ხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ამიტომ ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისა და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button