fbpx
Hereti FM

სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნა

263
Share Button

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოაქალაქეობა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელინსკიმ დაუბრუნა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი იუწყება

სააკაშვილს მოქალაქეობა 2017 წლის 26 ივლისს, მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩამოართვეს, რაც გულისხმობს ანკეტაში ცრუ ინფორმაციის შეტანას.

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოთხოვნით უკრაინის გენერალურ პროკურატურას დეპუტატმა ანდრეი ლოზოვოიმ მიმართა, ხოლო პროკურატურამ მოთხოვნა საემიგრაციო სამსახურს გადაუგზავნა. საბოლოო ჯამში კომისიამ მოქალაქეობის მინიჭების საკითხებში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან საქართველოს მოქალაქე აღარ არის.

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

2017 წლის 10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2018 წლის თებერვალში დააკავეს.სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს და კიევიდან პოლონეთის მიმართულებით გაამგზავრეს. 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი