სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს ჩავა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჩასვლას დღეს გეგმავს. შეგახსენებთ, მას უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გუშინ დაუბრუნა.

„მან დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული, ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, კიევში, სადაც ვსწავლობდი, კიევში, სადაც ვმსახურობდი არმიაში; კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია და ციხეშიც კი ვმჯდარვარ”, – განუცხადა სააკაშვილმა კურიერს და აღნიშნა, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხის დახმარებას აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button