კულტურამოზაიკა

მეგან მარკლის ქორწინებამ მის ძმას ცხოვრება დაუნგრია

მეგან მარკლის ძმა ტომას მარკლი აცხადებს, რომ ჰარისა და მეგანის ქორწინებამ მას ცხოვრება დაუნგრია. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი წერს.

ტომასის თქმით, ახლა მისი ოჯახი ყურადღების ცენტრშია. „ჩემი თითოეული ნაბიჯი დეტალური განხილვის საგანი ხდება. ჩემს შესახებ ამბობენ ძალიან ბევრ ტყუილს“, – აცხადებს ჰერცოგინიას ძმა.

მისივე თქმით, გარკვეული პრობლემების გამო მას სამსახურის დატოვება მოუხდა, ახალი სამსახურის მოძებნაში კი ხელს მედიასაშუალებები უშლიან. ტომასი აცხადებს, რომ პრესაში მისი სახელის ხშირი ხსენების გამო დამსაქმებლებს მისი სამსახურში აყვანა არ სურთ.

გარდა ამისა, მეგან მარკლის ძმის განცხადებით, მას საცხოვრებელი სახლის ქირაობაზეც უარს ეუბნებიან, რის გამოც მისი ოჯახი ბოლო ორი თვეა სასტუმროში ცხოვრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button