მნიშვნელოვანიმოზაიკა

მეტროპოლიტენ ოპერის საუკეთესო 10-ეულში ანიტა რაჭველიშვილი დასახელდა

გამოცემა Opera Wire-მა ის საოპერო მომღერლები გამოარჩია, რომლებმაც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის 2018-2019 წლის სეზონზე საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზეს. საუკეთესო ათეულში მოხვდა ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, რომელმაც მიმდინარე სეზონზე ამ ოპერის სცენაზე სამი როლი შეასრულა – სტატიის ავტორის შეფასებით, ,,ყოველი ახალი როლი მის საშემსრულებლო ხელოვნებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა და ეს სეზონი, ეს სეზონი, ქართველი მეცო-სოპრანოს კარიერაში საუკეთესო იყო. გამოცემა ანიტა რაჭველიშვილის შესრულებით, გამოარჩევს ოპერა ადრიანა ლეკუვრიორში პრინცესა დე ბუიონის პარტიას სახელწოდებით – Acerba volutta.

,,როდესაც ანიტა რაჭველიშვილი სცენაზე გამოვიდა, ყველა მას უყურებდა. მისი დებიუტი Acerba volutta – სავსე იყო ძლიერებით. მქუხარე მეცომ ნამდვილი აფეთქება მოახდინა სცენაზე – ამ ხმაში იგრძნობოდა ნატანჯი პრინცესის ბრაზიც, ძალაც და სასოწარკვეთილებაც. არიის შუაგულში, რაჭველიშვილმა პერსონაჟის იტნიმურ მხარეს მიაკვლია, ბოლოს კი, არია განსაცვიფრებელი ფორტისიმოთი დაასრულა”, – ვკითხულობთ სტატიაში.

ანიტა რაჭველიშვილმა, მეტროპოლიტენ ოპერაში პირველ წარმატებას, კარმენის როლის შესრულებით მიაღწია და მას შემდეგ, ამ საოპერო თეატრის სცენაზე არაერთხელ განასახიერა სხვადასხვა საოპერო პერსონაჟი.

მსგავსი პოსტები

Back to top button