კულტურამოზაიკა

ბეტმენის როლზე რობერტ პატინსონსა და ნიკოლას ჰოლტს განიხილავენ

მეტ რივზის ფილმში ბეტმენის როლის შემსრულებლის მთავარ კანდიდატს, რობერტ პატინსონს კონკურენტი გამოუჩნდა.  

Dailymail-ის ცნობით, The Wrap-ის რეპორტიორმა Twitter-ზე დაწერა, რომ როლისთვის გარდა 33 წლის პატინსონისა, 29 წლის მსახიობი ნიკოლას ჰოლტიც მოიაზრება. მსახიობები ამ ეტაპზე საცდელ გადაღებებში მონაწილეობენ. 

ორი კვირის წინ გამოცემა Variety-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეტმენის მთავარ როლს, დიდი ალბათობით, რობერტ პატინსონი შეასრულებდა. კომპანია Warner Bros.-ს ცნობით კი ფილმის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს შედგება. 

მსგავსი პოსტები

Back to top button