მნიშვნელოვანისაქართველო

ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა

სიძულვილის ენის გამოყენებაში ბრალდებულმა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა. როგორც მან ტელეკომპანია ,,იმედთან” საუბარში აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ამომრჩევლების თხოვნა გახდა.

,,ამ ორი დღის განმავლობაში, ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა (საკრებულო), მემგონი დავრჩები, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვრები, არ მიგვატოვო, შენი მართალი ხმა გაგვაგონე, ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ”, – განაცხადა კოსტავამ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც დეპუტატმა ნანა კოსტავამ ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად დაღუპული სოფი ბერძენიშვილის დას, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით – ,,კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”, მას
„ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. ნანა კოსტავა გარიცხეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button