მსოფლიოსიახლეები

დონალდ ტრამპი ლონდონის მერს დაუპირისპირდა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის ლონდონის მერს, სადიქ ხანს ისევ დაუპირისპირდა. ამჯერად მათი დაპირისპირება დიდ ბრიტანეთში დონალდ ტრამპის ვიზიტს ემთხვევა.

ლონდონში დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტრამპმა ორი ტვიტი დაპოსტა, სადაც სადიქ ხანს “აბსოლუტურ ლუზერს” უწოდებს. ტვიტებს კი უსწრებდა სადიქ ჰანის განცხადება, რომელმაც დონალდ ტრამპი და ევროპის ულტრა-მემარჯვენე ლიდერები მეოცე საუკუნის ფაშისტ ლიდერებს შეადარა.

“სადიქ ჰანი, რომელმაც ყველა გათვლებით, ლონდონის მერის ამპლუაში საშინელი სამუშაო გასწია, სულელურად საზიზღარი აღმოჩნდა ვიზიტზე ჩამოსულ პრეზიდენტთან, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ის აბსოლუტური ლუზერია, რომელიც ყურადღებას ლონდონში დანაშაულზე უნდა ამახვილებდეს და არა — ჩემზე”, — დაწერა ტრამპმა.

https://twitter.com/realDonaldTrump/status/1135453891326238721

მეორე ტვიტში კი დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ სადიქ ხანი ნიუ-იორკის “სულელ და არაკომპეტენტურს მერს, ბილ დე ბლასიოს აგონებს, რომელმაც, ასევე, “საშინლად იმუშავა”.

გარდა ამისა, ლონდონის ტერაქტის შემდეგ ტრამპმა ხანი გააკრიტიკა, რადგან მან მოსახლეობას უთხრა, რომ შიში საფუძველი არ იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button