fbpx
Hereti FM

ტრამპის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

124
Share Button

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალტ ტრამპი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას, ბუკინგემის სასახლეში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც დედოფალი ,,დიდებულ ქალად” მოიხსენია.


ფოტო: AFP

საზეიმო მიღებას ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის წევრები, პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და მისი მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ფოტო: Victoria Jones / PA

ტრამპი ბრიტანეთში პირველად იმყოფება სახელმწიფო ვიზიტით. ის ქვეყანას 3 ივნისს ეწვია და 5 ივნისამდე დარჩება.

ფოტო: Simon Dawson / Reuters

4 ივნისის დღის წესრიგში სახელმწიფო ვიზიტის ოფიციალური ნაწილია, რომლის ფარგლებშიც, შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან და ტრამპის გუნდის წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის მთავრობის წევრებს შორის. ვიზიტი 5 ივნისს, ინგლისის სამხრეთით მდებარე ქალაქ პორტსმუთში დასრულდება, სადაც ტრამპი მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაში გადასხმიდან 75 წლის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი