საქართველოსიახლეები

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს G20-ის სამიტის შემდეგ შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერთმანეთს, სავარაუდოდ, დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ შეხვდებიან. სამიტი 28-29 ივნისს იაპონიაში ჩატარდება.

შეხვედრის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ბორის ტიზენგაუზენმა ისაუბრა. მისი თქმით, ის, რომ ტრამპმა პირველმა მიიწვია ზელენსკი ვაშინგტონში, ნდობის ერთგვარი ნიშანია.

G20-ის სამიტზე დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button