fbpx
Hereti FM

ფაქტობრივად, სამართალი აღდგენილია – ზაზა სარალიძე

58
Share Button

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავებას ეხმაურება მისი შვილის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით. როგორც ზაზა სარალიძემ TV პირველს განუცხადა, მადლობელია იმ ადამიანების, ვინც ჩათვალა, რომ სამართალიანობა უნდა აღდგენილიყო, თუმცა სარალიძის თქმით, წინ სასამართლოა, რომელზეც გამოჩდნება, ისევ შეეცდება თუ არა პროკურატურა კალანდიას გამართლებას.

,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ჩემთან ერთად იბრძოდა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლოსდაბოლოს ჩათვალა, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. ფაქტობრივად, ჩავთვალოთ რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ, მის ,,გაპრავებას”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ და აღნიშნა, რომ ყოველთვის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ კალანდია უნდა დაეჭირათ.

,,როცა ეს ბრძოლა დავიწყე და ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ კალანდია იყო ერთ-ერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში, იმ დღიდან ყოველ დღე, არასდროს არ შემიწყვეტია ამის მოლოდინი, რომ ის აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში. იმიტომ, რომ ეს სამართალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მსგავსი პრეცენდენტები არ უნდა განმეორდეს. იქნებ, გარკვეული ჯგუფის ბავშვები გონს მოეგონ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის ჩადენა და მისი დამალვა”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მიხეილ კალანდია, რომელიც ხორავას ქუჩაზე 2017 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეში მთავარი მოწმე იყო, დღეს დააკავეს. მას ბრალად, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა ედება. როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, უწყებამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი