კულტურამოზაიკა

პრინცი ჰარი ტრამპის პატივსაცემ ბანკეტზე არ მივიდა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა და სასექსის ჰერცოგმა პრინცი ჰარი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პატივსაცემ ბანკეტზე არ მივიდა. The Mirror-ის ცნობით, ჰარიმ ასევე უყურადღებოდ დატოვა პრეზიდენტი ბუკინგემის სასახლეში ვიზიტისას.   

სამეფო ოჯახის წევრ მეგან მარკლის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტამდე The Sun-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

ტრამპმა თქვა, რომ ის გააოცა მეგან მარკლის საშინელმა კომენტარებმა, რომელსაც 2015-2016 წლებში ტრამპის წინააღმდეგ გამოსვლისას აკეთებდა და დასძინა, რომ არ იცოდა, თუ მსახიობი მას ასე მწვავედ აკრიტიკებდა.უფრო მეტიც, მაშინ მეგანმა თქვა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საცხოვრებლად კანადაში გადავიდოდა.

“ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რა უნდა ვთქვა. არ ვიცოდი თუ ასეთი საზიზღარი იყო,”- თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

2 ივნისს დიდ ბრიტანეთში ვიზიტამდე 1 დღით ადრე დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადება უარყო. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არასდროს უწოდებია სამეფო ოჯახის წევრისთვის, მეგან მარკლისთვის “საზიზღარი”. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე პოსტი დაწერა და CNN-ი და The New York Times-ი ისევ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button