fbpx
Hereti FM

ტარანტინო “ჯანგო/ზოროს” კინოადაპტაციაზე მუშაობს

165
Share Button

კვენტინ ტარანტინო კომიქს “ჯანგო/ზოროს” კინოადაპტაციაზე მუშაობს. ამის შესახებ Collider – ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

კომიქსი შეიქმნა თავად რეჟისორის, კომპანია Dynamite Entertainment-სა და DC Comics-ის ერთობლივი თანამშრომლობით, მოტივად კი ტარანტინოს მიერ 2012 წელს გადაღებული ფილმი “ჯანგო გათავისუფლებული” დაედო. ფილმში მთავარ როლს ჯეიმი ფოქსი ასრულებს. 

ტარანტინომ კომიქსზე მუშაობის პროცესში მიიწვია ამერიკელი კომიკოსი ჯეროდ კარმაიკლი. ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის, გადაიღებს თუ არა ტარანტინო ამ ფილმს, თუ მხოლოდ სცენარით შემოიფარგლება. 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი