fbpx
Hereti FM

დაუჯერებელია მთავრობის პოზიცია — ევროპარლამენტარი თბილისი პრაიდზე

44
Share Button

ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი რებეკა ჰარმსი თბილისი პრაიდთან დაკავშირებით მთავრობისა და პარლამენტის პოზიციით ლგბტ აქტივისტის გიორგი თაბაგარის ტვიტერის შემდეგ დაინტერესდა.

გიორგი თაბაგარმა ტვიტერზე დაწერა: “შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მათთვის შეუძლებელია უზრუნველყონ თბილისი პრაიდის მშვიდობიანად გამართვა. შვიდ წელში პირველად მთავრობამ სერიოზულად დაიხია უკან ლგბტქი პირების უფლებების დაცვის მიმართულებით”.

თაბაგარის ტვიტი გააზიარა რებეკა ჰარმსმა და დაწერა: “მე არ მჯერა, რომ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტის ეს პოზიცი აქვს. მან პასუხისთვის საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ხულორდავა მონიშნა”.

დეპუტატმა უპასუხა რებეკა ჰარმსს და ბრალდებები უარყო: “რას გულისხმობთ? შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია. მსგავსი ტიპის კომენტარები აზიანებს ქვეყნის იმიჯს და ვნებს დემოკრატიას”.

31 მაისს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად დახურული სივრცე შესთავაზა. ამ დახურულ სივრცეში კი საკლუბო სცენა ან სტადიონი მოიაზრებოდა. მათი თქმით, უსაფრთხოების ზომებსა და გეგმებზე საუბრის ნაცვლად შსს-ს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებების დაცვა შეუძლებელი იქნება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი