მნიშვნელოვანისაქართველო

მთაწმინდაზე ლადო კახაძემ გაიმარჯვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ყველა საარჩევნო უბანის დათვლის შედეგებით,
არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83 (10 738 ხმა) პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 38.17 (6630 ხმა) პროცენტი.

„ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. არჩევნებმა ხელმისაწვდომ გარემოში ჩაიარა. მადლობა ამომრჩევლებს სამოქალაქო აქტიურობისთვის. მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს. მადლობა ჩართულ მხარეებსაც პასუხისმგებლობის გამო. ამ დროისთვის ყველა შემაჯამებელი ოქმი ვებგვერდზე მისაწვდომია. ოქმები ატვირთულია შემოსვლისთანავე. ამ ეტაპზე ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია“, – განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button