fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩაატარდა არჩევნები – შალვა შავგულიძე

162
Share Button

,,ეს არ არის გამარჯვება და შესაბამისად, ვერ მივულოცავთ ვერავის”, – ასე გამოეხმაურა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე
 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატის, ლადო კახიძის მიერ, ხმების 61.83 პროცენტის მიღებას.

„თვალს ვუსწორებთ იმ ფაქტს, რომ არჩევნების შედეგი დადგა და ეს შედეგი მოქმედებაში იქნება. პარლამენტის წევრი გახდება ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, მაგრამ ასაღიარებელიდა მისალოცი აქ არაფერია.

დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩაატარა ხელისუფლებამ ეს არჩევნები და პარლამენტის კიდევ ერთი წევრი გაეყვანა ამ მეთოდებით, ამიტომ ეს არ არის გამარჯვება და შესაბამისად, ვერ მივულოცავთ ვერავის”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, 31-ვე საარჩევნო უბანში დაფიქსირებული ხმების მიხედვით, დეპუტატის მანდატი ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა, ლადო კახაძემ მოიპოვა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი