fbpx
Hereti FM

HBO-ს სერიალმა ჩერნობილში ტურისტული ბუმი გამოიწვია

174
Share Button

მას შემდეგ რაც ეთერში HBO-ს მინისერიალი ,,ჩერნობილი” გავიდა, ქალაქ
პრი­პი­ატ­ში, სადაც ატომური ელექსტროსადგური ფუნქციონირებდა, ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. როგორც „რო­ი­ტერს” ტურისტული სააგენტო SoloEast ხელ­მძღვა­ნე­ლმა, სერ­გეი ივან­ჩუ­კმა განუცხადა, მა­ის­ში წინა წლის ამა­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, ჩერნობილს 30%-ით მეტი ტუ­რის­ტი ეწვია; 40%-ითაა გაზრდილი ივ­ლი­სი­სა და აგ­ვის­ტოს ჯავ­შნე­ბიც.

ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ გადაღებულმა სერიალმა, რომელიც
1986 წელს უკ­რა­ი­ნა­ში, ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შესახებ მოგვითხრობს, უკვე მოხსნა რეკორდები. IMDB-ზე სერიალს
10-დან 9.6 ვარ­სკვლა­ვი აქვს მინიჭებული, რითაც გადაუსწრო ისეთ სატელევიზიო შოუებს, როგორებიცაა game of thrones და
Breaking Bad.

ისტორიული დრამის – „ჩერ­ნო­ბი­ლის“ ავტორი და სცე­ნა­რისტი კრე­იგ მა­ზინია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი