fbpx
Hereti FM

ფლორიდაში ძაღლების მასობრივი რინგი გამოავლინეს

79
Share Button

ამერიკის შტატ ფლორიდაში უკანონო, ფართომასშტაბიანი ძაღლების რინგი გამოააშკარავეს, რომელშიც 100 ძაღლი ჰყავდათ ჩართული. როგორც USA TODAY წერს, ძაღლთა ორთაბრძოლების ორგანიზებაში მონაწილე 8 ადამიანს, ფედერალურმა ბიურომ 80-ზე მეტი ბრალდება წაუყენა. უწყების ცნობით, ეჭვმიტანილები სპეციალურად ამრავლებდნენ, წვრთნიდნენ, აჩხუბებდნენ ან ამ მიზნით ჰყიდდნენ პიდბულის ჯიშის ძაღლებს. დაკავებულებს თითოეულ დამრკიცებულ ბრალზე, 5 წლიანი პატიმრობა და 250 000 დოლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

,,აშშ-ს პროკურატურა ძალიან სერიოზულად ეკიდება ძაღლების რინგის შესახებ შემოსულ შეტყობინებებს. გარკვეულწილად, ჩვენს საზოგადოებაზე იმის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ როგორ ექცევა ის ცხოველებს. ჩვენი ოფისი აქტიურად ითანამშრომლებს პარტნიორებთან ფედერალურ ბიუროდან, რომ მსგავსი საქმეები იქნას გამოძიებული”, – ნათქვამია პროკურორ ლარი კიფის განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, ერთმანეთს ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით ატყობინებდნენ ადგილებს, სადაც ორთაბრძოლა გაიმართებოდა. ასევე დამტკიცდა, რომ ნაპოვნია აუზში დამხრჩვალი ძალღლი, რომელიც ერთ-ერთმა ბრალდებულმა უმეთვალწყურეოდ დატოვა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი