fbpx
Hereti FM

ომანის ყურეში ცეცხლმოკიდებულ ტანკერზე ქართველებიც იმყოფებოდნენ

72
Share Button

კომპანია „ფრონტლაინის“ კუთვნილ ტანკერზე, რომელსაც ომანის ყურეში თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, ძირითადად ქართველები, რუსები და ფილიპინელები – სულ 44 ადამიანი იმყოფებოდა- ამის შესახებ გამოცემა VG წერს. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრთაგან არავინ დაშავებულა და ისინი, უსაფრთხოდ არიან.

ინფორმაცია, რომ ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმა განხორცილედა,
დილით ირანულმა ტელეკომპანია „პრეს ტივიმ“ გაავრცელა. ნავთობით დატვირთული ტანკერები ტაილანდისკენ მიემართებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ბორტზე სამი აფეთქება მოხდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი