მოზაიკასიახლეები

გაუპატიურებაში დადანაშაულებული ბრაიან სინგერი 150 000 დოლარის გადახდას დათანხმდა

ოსკაროსანი ბიოგრაფიული ფილმის, ,,ბოჰემური რაფსოდიის” რეჟისორი ბრაიენ სინგერი თანახმაა 15 000 დოლარი გადაუხადოს სესარ სანჩეს-გუსმანს, რომელმაც ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. სინგერის დაცვის მხარის განცხადებით, ეს არ ნიშნავს რეჟისორის მხრიდან ბრალის აღიარებას, აღნიშნული თანხის გადახდა კი ,,საქმიანი მიზეზით” გადაწყდა. როგორც Variety -სთან საუბარში მისმა ადვოკატმა ენდრიუ ბრეტლერმა განმარტა, მას შემდეგ, რაც სანჩეს-გუსმანმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, ეს მჭიდროდ დაუკავშირდა სინგერის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს და რეჟისორმაც ამიტომ გადაწყვიტა თანხის გადახდა.

Los Angeles Times-ის ცნობით, აღნიშნული თანხა სანჩეს-გუსმანის კრედიტორებისა და ადმინისტრაციული ხარჯების გასტუმრებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, 2017 წელს, სანჩეს-გუსმანმა ბრაიან სინგერს ბრალი დასდო გაუპატიურებაში, რასაც მისი თქმით, 2003 წელს ჰქონდა ადგილი. როგორც ის ყვება, 17 წლის იყო, როცა 30 წლის სინგერმა ერთ-ერთ წვეულებაზე,
იახტის კაიუტაში გააუპატიურა და დაემუქრა, თუ ამის შესახებ რამეს იტყოდა, საჭირო ხალხს მიმართავდა და ბიჭის რეპუტაციას დაანგრევდა. ბრაიან სინგერს ამ დროისთვის, უკვე ჰქონდა გადაღებული ისეთი ფილმები, როგორებიცაა: X ადამიანები და ,,ძირითადი ეჭვმიტანილები”.

რეჟისორმა კატეგორიულად უარყო ბრალი და განაცხადა, რომ აღნიშნულ ადამიანს არც კი იცნობს. აღსანიშნავია, რომ სინგერს სექსუალური ხასიათის ძალადობაში კიდევ ოთხი ადამიანი სდებს ბრალს. the atlantic-ში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, სავარაუდო დანაშაულის დროს, ისინი ასევე არასრულწლოვნები იყვნენ. სინგერმა, რომელიც ღიად ბისექსუალია, ეს სტატია შეაფასა როგორც ,,ჰომოფობიური”.

მას შემდეგ, რაც ეს სტატია გამოქვეყნდა, ბრაიან სინგერი ,,ბოჰემური რაფსოდიის” გადაღებებიდან მოხსნეს და ის რეჟისორმა დექსტერ ფლეტჩერმა ჩაანაცვლა. ბრიტანულმა კინოაკადემიამ (BAFTA) რეჟისორის სახელი პრემიის ნომინანტების სიიდან ამოიღო; მისი სახელი არავის უხსენებია ოსკარის დაჯილდოვებაზეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button