მოზაიკასიახლეები

10 მიზეზი ბრი ლარსონის შესაყვარებლად

თუ ინსტაგრამზე ბრი ლარსონის მიმდევარი ხართ, დიდი შანსია რომ მან უკვე მოასწრო თქვენთვის თავის შეყვარება. მაგრამ თუ ასე არაა, გაგაცნობთ ათ მიზეზს, რის გამოც აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი ამ არაჩვეულებრივი მსახიობის სოციალურ ცხოვრებას და სიყვარულიც თავისით მოვა.

დავიწყოთ მისი კარიერული წინსვლით:

ბრი ლარსონის კინოკარიერა კოლეჯის პოპულარული გოგონას მეგობრის როლით დაიწყო, რომელიც მოსწავლეებს აბულინგებს, დღეს კი უკვე ოსკაროსანი მსახიობი და მარველის პირველი ქალი სუპერგმირია.

კადრი ფილმიდან 13 Going on 30;
ბრი ლარსონი 2016 წელს, ოსკარის მიღების შემდეგ
2019 წელი, კაპიტან მარველის პოსტერი

მას შემდეგ, რაც ფილმ ,,ოთახში” შესრულებული მთავარი როლისთვის 2016 წელს ოსკარი მოიპოვა, პირველ რიგში თვალებით საკუთარი მეწყვილე, ჯეიკობ ტრემბლი მოძებნა, რომელმაც 9 წლის ასაკში ყველას ყურადღება მიიქცია არაჩვეულებრივი შესრულებით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის კინოაკადემიას არ აქვს ოფიციალური ასაკობრივი შეზღუდვა, ვერ მოხვდა იმ რამდენიმე არასრულწლოვან მსახიობს შორის, რომლებიც ოსკარის ისტორიაში ამ ჯილდოზე წარუდგენიათ. ბრი ლარსონმა კი ამ ჟესტით, საკუთარი ოსკარი მეწყვილეს ,,გაუყო”.

როგორც წესი, მსახიობები საკუთარი ფილმის პრემიერას უძვირფასეს საღამოს კაბებში გამოწყობილი, საპატიო სტუმრების გარემოცვაში ესწრებიან, ბრი ლარსონმა კი გადაწყვიტა, კაპიტანი მარველისთვის, ფანებთან ერთადაც ეყურებინა

მეოთხე მიზეზი ნაკლებ პატივისცემას არ იმსახურებს:

კაპიტან მარველის როლის მიღება ფიზიკური მომზადების რთულ პროცესს მოითხოვდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მსახიობისთვის, რომ დამატებითი მოტივაციისთვის, რთული სავარჯიშოების შესრულების შემდეგ თავი დონატებით დაეჯილდოვებინა.

https://www.instagram.com/p/BqVGEeHj0Yq/

გგონიათ ბრი ლარსონს თვითირონია აკლია?

ხშირად ვაწყდებით 2000-იანი წლების ფოტოკოლაჟებს, სადაც დღევანდელი სტანდარტებით, ძალიან სასაცილოდ ჩაცმული მსახიობები არიან წარმოდგენილი. ბრი ლარსონი თავად აქვეყნებს ინტაგრამზე მსგავს ფოტოებს და ბევრს ხალისობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა იმ პერიოდში.

https://www.instagram.com/p/BdRRiaZA1pN/

ბრი ლარსონი არ ერიდება სრულიად უმაკიაჟო ფოტოების გამოქვეყნებას

სოციალური ქსელებში გავრცელებული მანკიერი პრაქტიკა, ადამიანებს სტანდარტებს უწესებს, თითქოს სულ ფორმაში უნდა იყვნენ და ფოტოებზე, სრულყოფილად, ან სულად, არაბუნებრივად გამოიყურებოდნენ. ბრი ლარსონიც, თავისი ულამაზესი ფოტოსესიების ან წითელი ხალიჩის სურათებით ხშირად გვანებივრებს, თუმცა ამასთან, ავრცელებს ისეთ კადრებსაც სადაც სრულიად უმაკიაჟოდაა ასახული.


ბრი ლარსონი რეჟისორის ამლუაშიც მოგვევლინება და სადებიუტო ფილმი ქალთა უფლებების შესახებ გადაიღო!

ეს ყველაფერი არაა, ბრი ლარსონმა ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ანაზღაურებაც მოითხოვა.

ის სიტყვით გამოვიდა ნიუ-იორკში ჩატარებულ Women in the World Summit-ზე და სხვებსაც მოუწოდა, ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ანაზღაურებისთვის ბრძოლას შეუერთდნენ.

ასევე, ბრი ლარსონი ცხოველების მოყვარულია და არც თაყვანისმცემელი ბავშვების გახარება ავიწყდება

მივხვდით, რომ ბრი ლარსონის შესაყვარებლად ათზე მეტი მიზეზის მოძიებაა შესაძლებელი, მაგრამ თუ ეს არაჩვეულებრივი მსახიობი და ადამიანი უკვე არ შეგიყვარდათ, მაშინ ,,მძიმე არტილერია” შემოგვყავს – იქნებ თქვენი მუსიკალური გემოვნება მაინც დააკმაყოფილოს?

მსგავსი პოსტები

Back to top button