fbpx
Hereti FM

სააკაშვილი სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანეს

161
Share Button

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანეს. როგორც სააკაშვილი ,,ფეისბუქის” გვერდზე წერს, მზად არის, უკრაინა იარაღით ხელში დაიცვას.

,,გავიარე სამედიცინო კომისია და სამხედრო აღრიცხვაზე დავდექი
სვიატოშინსკის სამხედრო კომისარიატში. შესანიშნავი ჯანმრთელობა მაქვს, გამოვდგები სამხედრო სამსახურისთვის, ასე რომ, მზად ვარ ხელში იარაღით დავიცვა უკრანა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ შემოწმებაზე ძალიან სასიამოვნო და გულისხმიერი მედ პერსონალი დახვდა, თუმცა მისი სიტყვებით, მათ არც თუ ისე კარგ პირობებში უწევთ მუშაობა.

,,კომისარიატსა და მის თანამშრომლებს, დაფინანსების მკვეთრად გაზრდა ესაჭიროებათ”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი