fbpx
Hereti FM

ტრანსგენდერები „თბილისი პრაიდის“ მარშს არ უერთდებიან

3 579
Share Button

ტრანსგენდერები „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშზე არ გამოვლენ – ამის შესახებ ტრანსგენდერი თემის წარმომადგენელმა გაბრიელა რომანოვამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მარში დაანონსდა სექს-მუშაკი ტრანსგენდერების მიმართ თავდასხმები გახშირდა და მათი სიცოცლე საფრთხის ქვეშაა.

,,პრაიდის“ დაანონსების შემდეგ თავდასხმებმა სექს სამუშაოში ჩართულ ტრანსგენდერ ქალებზე სისტემატიური ხასიათი მიიღო. მაგალითად, ჩემს მეგობარს, ტრანსგენდერს, ნატალია ტალიკიშვილს დაესხნენ თავს, პოლიციის თანამშრომელი სხვათა შორის, და პირდაპირ, ასე ვთქვათ, მიაყენა შეურაცხყოფები. აკავებდნენ, უბრალოდ, ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი და მაგის გამო ვეღარ დააკავეს და პირდაპირ უთხრეს, რომ „პრაიდზე“ რომ დაგინახოთ სადმე არავის არ დაგიცავთო,“ – განაცხადა გაბრიელა რომანოვამ და შსს-ს მიმართა, გახშირებული თავდასხმების გამო დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი