fbpx
Hereti FM

თბილისი პრაიდის რამდენიმე აქტივისტი მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩება

112
Share Button

მთავრობის ადმინისტრაციასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერი აქტივისტების ნაწილი დარჩა. ადგილზე რჩებიან კონტრაქციის მონაწილეებიც, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას პერმანენტულად დილობენ. სამართალდამცველებმა, უკვე დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი.

თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული აქციის ორგანიზატორებმა და აქციის ძირითადმა ბირთვმა ტერიტორია უკვე დატოვა, ლგბტ თემის წარმომადგენლები კი სამართალდამცველების თანხლებით, ყვითელი ავტობუსებით დატოვეს ტერიტორია.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის კონტრაქციის 22 მონაწილეა დაკავებული.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი