fbpx
Hereti FM

ბოი ჯორჯის შესახებ ფილმს იღებენ – სოფი ტერნერი როლზე განიხილება

151
Share Button

ფრედი მერკურისა და ელტონ ჯონის შემდეგ, ბრიტანელი ბოი ჯორჯი კიდევ ერთი მუსიკოსი გახდა, რომლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებაც ფილმს გადაიღებენ. ინფორმაცია 58 წლის მუსიკოსმა გასულ კვირას დაადასტურა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მის ადრეულ წლებს ,,სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი, 23 წლის მსახიობი სოფი ტერნერი განასახიერებს.

,,იყო რამდენიმე საინტერესო ვარიანტი, სოფი ტერნეტი კი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა”, – განუცხადა რადიო შოუ Fitzy and Wippa-ს მომღერალმა და აღნიშნა, რომ სულაც არ თვლის უცნაურად, თუ მის როლს ქალი განასახიერებს – ,,17 წლის ასაკში ალბათ ვისურვებდი, მისნაირი ვყოფილიყავი” – ამბობს მომღერალი.

ფოტო: redferns

ჯორჯ ო’დაუდი, იგივე ბოი ჯორჯი მუსიკალური მიმდინარეობა ,,ახალი რომანტიკის” პიონერია. წარსულში, ის ჯგუფების – Culture Club და Jesus Loves You წევრი იყო.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი