მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

სტიქია კახეთში – ქარიშხალმა სახლს, სკოლას და საბანკეტო დარბაზს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ კალაურში საცოხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. სახურავი ნაწლობრივ გადახდილი აქვს სოფელ  შაშიანის საჯარო სკოლას და საბანკეტო დარბაზს.

ქარიშხალმა მრავალწლოვანი ხეც მოგლიჯა. ამის გამო თელავი- გურჯაანის საავტომობილო გზაზე 15 წუთის გადაადგილება შეჩერებული იყო.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტიქიის ადგილზე მივიდნენ  გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის აღწერა, რის შემდეგად ქარიშხლისგან დაზიანებულ ობიექტებზე აღდენითი სამუშაოები დაიწყება.  

მსგავსი პოსტები

Back to top button