fbpx
Hereti FM

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირეს

41
Share Button

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა პატიმრობა შეეფარდოს კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს.  იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა. 

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის წინააღმდეგი საპროცედურო კომიტეტის 8 წევრიდან მხოლოდ ერთი, ხათუნა გოგორიშვილი აღმოჩნდა. მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს – გიორგი კახიანმა, სოფიო კილაძემ, შალვა კიკნაველიძემ, კარლო კოპალიანმა, ივლიანე წულაიამ და ენძელა მაჭავარიანმა. სხდომაზე არ იმყოფებოდა ორი დეპუტატი – ეკა ბესელია და ალექსანდრე ერქვანია. 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი