fbpx
Hereti FM

პრეზიდენტმა ექიმები დააჯილდოვა

79
Share Button

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ექიმებს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის სასახლეში 200-ზე მეტი მედიკოსი იყო შეკრებილი. ზურაბიშვილმა მათ სიგელები გადასცა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. 

„არა ერთი მძიმე დღე, მძიმე ღამე გაუვლია, პერიოდი გაუვლია ამ ქვეყანას, ტრაგიკული, მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდა იმ პერიოდში მეორე მხარე, რომელიც არის იმედის მომცემი, გაძლიერების და ეს მეორე მხარე, ამ შემთხვევაში, დღეს თქვენ ხართ. მინდა, ასევე, თანადგომა გამოვხატო პოლიციელების მიმართ, რომლებიც იმ ღამეს იყვნენ ასევე არნახული ძალადობის ქვეშ, ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას. იქ არ შევეხები იმ საკითხს, ძალის გადამეტება თუ მოხდა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების ექიმების ნაწილს, ჯილდოს სახით, ფულიც გადასცეს.

„დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს გადაეცემათ მადლობის სიგელები და ქალბატონ მაკა გვარამიას გადავცემ და ასევე კოლექტივის თანამშრომლებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი