fbpx
Hereti FM

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი კონსულტაციებს იწყებს

57
Share Button

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი კონსულტაციებს იწყებს.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს, კახეთში, სასტუმრო „ლოპოტაში“ გამართავს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.

როგორც ცნობილია, კონსულტაციებში ჩართავას გეგმავს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ რამდენიმე თვის წინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო საარჩევნო სისტემის ცვლილების და პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლისთვის გადასვლის მოთხოვნით, მათ ხელმოწერები პარლამენტსაც წარუდგინეს.

20 ივნისის მოვლენების შემდგომ კი, მმართველმა პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ დადგა დღის წესრიგში კონსულტაციების გამართვის საჭიროება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი