fbpx
Hereti FM

პუტინმა საქართველოს წინაღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს

153
Share Button

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს წინაღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს.

პრეზიდენტის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მან ქართველ ხალხს პატივი სცა. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

დღეს, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, პლენარულ სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი