მნიშვნელოვანისაქართველო

ანტისაოკუპაციო აქცია 19 საათზე განახლდება და ფოტოგამოფენა მოეწყობა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დღეს აქცია კვლავ 19:00 საათზე განახლდება. მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

პარლამენტის წინ გაიმართება ფოტოხელოვანების გამოფენა. გამოფენაზე ძალოვანი უწყებების მიერ ძალის გადამეტებისა და აქციების დარბევის ამსახველი ფოტოები გამოიფინება.

აქციები პარლამენტის შენობის წინ 20 ივნისიდან იმართება. აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა. 20-21 ივნისის ღამეს დემონსტრანტები გიორგი გახარიას ბრძანებით დაშალეს, რა დროსაც 240-მდე ადამიანი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button