fbpx
Hereti FM

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

98
Share Button

2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს.

ამის შესახებ ცნობილი მიუნხენში გამართულ ცერემონიაზე გახდა. საქართველოს გარდა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ჩატარების სურვილს ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია გამოთქვამდნენ.

ევროპის რიგით 41-ე ჩემპიონატი კალათბურთში 2021 წლის 17-29 აგვისტოს გაიმართება. საქართველოს გარდა ევრობასკეტის მატჩები ჩეხეთში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი