fbpx
Hereti FM

აქციის მონაწილე, რომელიც გუშინ დააკავეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს

76
Share Button

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის სამი მონაწილიდან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ახალგაზრდა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვის დროს ცუდად გახდა. რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ.

აქციის სამი მონაწილე გუშინ დააკავეს. გამოძიება ამბობს, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემულია 12 პირი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი