მნიშვნელოვანისაქართველო

იმ კომპანიის დირექტორი დააკავეს, სადაც 16 წლის მოზარდი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია “ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი, 1969 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა.

რეპორტაჟი ამ თემაზე: არასრულწლოვანი, რომელიც მშენებლობაზე დაიღუპა ლაგოდეხიდან იყო

მსგავსი პოსტები

Back to top button