მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისის აეროპორტში მგზავრს ხელბარგში 20 კგ. მარიხუანა აღმოუჩინეს

თბილისის აეროპორტში მგზავრს ხელბარგში 20 კგ. მარიხუანა აღმოუჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ , 20 კილოგრამი მარიხუანა სამხრეთ აფრიკიდან მომავალი მგზავრის ხელბარგში აღმოაჩინეს.

ამასთან, დღეს შს სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში დაკავებულია 6 პირი, აქედან 4 მსხვილი ნარკორეალიზატორიი.

უწყებაში ამბობენ, რომ სპეცოპერაციისას ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ასაღებდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button