fbpx
Hereti FM

ნინოსხევის ჩანჩქერიდან გერმანელი ტურისტი გადმოვარდა და გარდაიცვალა

565
Share Button

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანერზე გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ჩანჩქერიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

გერმანელი ტურისტის გარდაცვალება რადიო ჰერეთს დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის მამაკაცის გვამის გადასვენება ხდება გურჯაანში, ექსპერტიზის ბიუროში.

შინაგან საქმეთა სამინისტომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ოჯახი ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი