fbpx
Hereti FM

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები და არასამთავრობოების კრიტიკა

31
Share Button

საქართველოს მთავრობა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების მესამე რაუნდს იწყებს, რომელშიც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მოუსმიენთ არჩილ თალაკვაძის ხმას

“საარჩევნო კანონმდებლობაში წარმოდგენილი ცვლილებები კრიტიკას ვერ უძლებს”, – ასე აფასებენ მმართველი გუნდის საარჩევნო ცვლილებების პაკეტს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კრიტიკის მიზეზი გახდა, საარჩევნო რეკლამების შინაარსის რეგულაცია, რაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნიათ. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის განცხადებით, ასევე მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, განსხვავებული სქესის სიაში შეყვანის შემთხვევაში პარტიის დაფინანსება გაიზრდება. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინა. ნატროშვილის აზრით, ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ მედიაორგანიზაციებსაც.

სულხან სალაძის და ლევან ნატროშვილის ხმა

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი